„რატომ ჩინური? რის ფასად და ვის სახეიროდ?“ – თინა ხიდაშელი

1,610 წაკითხვა

თინა ხიდაშელის პოსტი ფეისბუქში:

„ასეთი განწყობა და “პარაჟენცული” დამოკიდებულება არის სწორედ რომ კლავს ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნელი სიკვდილით
რატომ დაიწყო საუბარი ჩინურ ვაქცინაზე?
ასე ადრე რატომ დაყარეს ფარხმალი?
არასოდეს რომ არ ყოფილა იმ ნიშნულზე რომ არის სტრატეგიული ურთიერთობები იქნებ იქ გვეშრომა და გვებრძოლა ჯერ?
ან იქნებ ბატონი ჩხარტიშვილი ეიმედებათ, ჩინეთთან გაჭრილი აქვს გზა?
ამასობაში, გადაჭედილია მსოფლიო მედია ვაქცინებზე მსჯელობით, საექსპერტო სტატიებით. უდაბლესი შეფასება აქვს ჩინურ ვაქცინებს, უკიდურესად აკრიტიკებენ, ვინაიდან ადამიანებზე დაიწყეს ჩინელებმა გამოყენება ისე, რომ ცდები არ არის ჯერ კიდევ დასრულებული, არსებობს ბევრი ვარაუდი მისი უკუეფექტების შესახებ, მთელი აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე აქვს გაცემული ჩინეთს პირობა, რომ მიაწვდის ვაქცინას. იქვე, მისგანვე, უზარმაზარი ვალის აღებას სთავაზობს აფრიკას მისივე ვაქცინის შესაძენად. ისედაც ვერ ამოდის ჩინეთის ვალიდან კონტინენტი და უარეს დღეში აღმოჩნდება, თუკი ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწიათ.

ამასობაში, ყველაფერი კარგადაც რომ წავიდეს, იმ შემთხვევაშიც წელიწადში მხოლოდ 150 მილიონი ადამიანის დაკმაყოფილებას შევძლებთო
ხოდა ჩვენ ვის დავეკარგეთ? სად ვართ? რატომ ჩინური? რის ფასად და ვის სახეიროდ?“

Next Post

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

ორშ იან 11 , 2021
1,610 წაკითხვაბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: შესავალი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს […]