„ივანიშვილის მორიგი პოლიტიკური ტრიუკი“ – ოპოზიციის შეფასება

1,360 წაკითხვა

„ქართული ოცნება“ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება.

„გვახსოვს როგორ „წავიდა“ ერთხელ, მაგრამ არსად წასულა. გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე. მაშინ პარტია ლამის დაენგრა, იგრძნეს რა წნეხის ოდნავი მოშვება და ექსპერიმენტულ რეჟიმში ილუზორული ავტონომიურობა, კინაღამ დაეშალა პარტია. ვერ გაინაწილეს ფული და გავლენები და ატყდა შიდა ომი, მერე იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო, ოფიციალური პოსტიც მოირგო „საქმეების დასალაგებლად“. ერთი კლანი( რომელიც ბიუჯეტიდან გამძღარი წავიდა), მეორეთი ჩაანაცვლა, ახლაც იგივე ხდება: დასვა ყველა მნიშვნელოვან ძალოვან, სასამართლო თუ სხვა პოსტებზე თავისი ხელქვეითები და უნდა, მათი ხელით და პირადი ნაკლები ოპერატიული ჩარევით მართოს ქვეყანა კულისებიდან, ეს უკვე გამოსცადა პანდემიის პირობებში. კვლავ ვიხილავთ შუშის სასახლეში საიდუმლო სტუმრობებს, დაბურული მანქანებით ვიზიტებს და ა. შ. ეს ნაცნობი სურათია. დღეს არსებული არაფორმალური სისტემა ვერ მუშაობს ივანიშვილის გარეშე. „ოსტანკინოს“ ტელეანძას ჰგავს, რომელიც აწყობილია ტროსზე, რკინის ბაგირზე. საკმარისია ის გაწყდეს და სისტემა ჩამოიშლება. ამის ეშინოდათ ხანძრის დროს. „ქართული ოცნება” არსებობს ან ივანიშვილთან ერთად ან არ არსებობს. ოპერატიულ მართვაში მისი აქტიური თუ პასიური მონაწილეობა არაფერს ცვლის. მარიონეტების და მისი მამოძრავებლის ურთიერთობის რეჟიმი არც ახლა შეიცვლება. სიმბოლური „წასვლიდან” მის შედეგებსაც სიმბოლურად თუ შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩაიბარა დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა და „დაგვიტოვა” სიღატაკე და უსამართლობა. ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება. ახლა მორიგი „ტრიუკი”( უყვარს ეს სიტყვა) გაითამაშა“,-განაცხადა გოცირიძემ.

იპნ

Next Post

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა

ორშ იან 11 , 2021
1,360 წაკითხვაპარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული […]

შესაძლოა მოგეწონოთ