„ჰაჰაჰაჰააა… ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე?! გიჟივით ვიცინი“ – ბონდო მძინარაშვილი

2,336 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ჰაჰაჰაჰააააა… ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე?!
გიჟივით ვიცინი! 
ნინო ბურჯანაძე: “ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?!”
აბა, რა! თქვენ გგონიათ, ნორმალური ფსიქიკის იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, წინანდალში რომ აცხოვრებდა ოჯახს?!
ანდა როსტომ წერეთელი იყო ნორმალური ფსიქიკის?! ნორმალური რომ ყოფილიყო, ოჯახს სხვიტორში აცხოვრებდა?!
და გრიგოლ ჭავჭავაძე?! ყვარელში, ხალხო, ყვარელში ზრდიდა ილია ჭავჭავაძეს! სოფელი იყო მაშინ ყვარელი! წარმოგიდგენიათ?!
ღმერთო, რატომ, რატომ?!
აი, ხომ ჩავფიქრდი, მაგრამ ისევ გიჟივით წამომიარა და ისევ ვიცინი. 
რომელი საუკუნეა, ქალბატონო, რა ჭორვილა?!
ახლა რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ, – ჭორვილაში, წინანდალში, სხვიტორში თუ… ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში?!
რა მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია, თუ რამე არ გიჭირს?!
პირიქით არის ეგ, ქალბატონო ნინო, პირიქით:
როცა გიჭირს, მაშინ ვერ იცხოვრებ იქ, სადაც გინდა, თორემ, როცა არ გიჭირს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ?!
სადაც მოისურვებ, იქ იცხოვრებ!
Во деревня! 
P. S.
„Ангорской кошки дикий взгляд,
И облик Иверской Мадонны,
Но все манеры говорят,
Что Вы, мадам из Зестафони.”
პაოლო იაშვილი

Next Post

28 წლის ქსენია ფოცხვერაშვილს ინტერპოლი ტერორიზმის ბრალდებით ეძებს

ოთხ იან 13 , 2021
2,336 წაკითხვაინტერპოლი მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის ბრალდებით ასეულობით მოქალაქეს ეძებს, მათ შორის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიაშია წარმოშობით ქართველი ქსენია ფოცხვერაშვილი. ირკვევა, რომ მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში წლების წინ დასახლდა. თავად ქსენია 1992 წელს იაკუტიაში, ბორის ფოცხვერაშვილის ოჯახში დაიბადა. 2015 წელს ქსენია ფოცხვერაშვილი სირიაში გაემგზავრა და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლ ინგუშ ჯიჰადისტზე, ზაურბეკ კოტიევზე დაქორწინდა. საინტერესოა თავად ზაურბეკ კოტიევის ისტორიაც. ის […]