„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ“ – გიორგი ფხაკაძე

1,427 წაკითხვა

„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე და  კორონავირუსის ვაქცინის შესახებ  განცხადებას ავრცელებს.
„ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კვლევა არ დაუბეჭდავთ. ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური თუ ბრაზილიური, მთავარია, კარგი იყოს, მაგრამ კარგი მარტო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჯანმოს ექნება საშუალება, რომ მასზე ნახოს დეტალური ინფორმაცია. მან უნდა გაიაროს მკაცრი წესები იმისათვის, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს. ამიტომ სანამ ჯანმო არ იტყვის, რომ კარგია, ის ვაქცინა არ უნდა მივიღოთ.

მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდენთ ვაქცინაციას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ვაქცინაციის პირობები.
ჩინურ ვაქცინას იმიტომ მიიჩნევენ მომხიბვლელად, რომ იაფია და მისი შენახვის პირობები მარტივია, ვიდრე მაგალითად „პფაიზერის“…
ჩემი ერთადერთი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი. სანამ ჯანმო არ დაამტკიცებს, არც ერთი ვაქცინა ქვეყანაში არ უნდა იყოს შემოტანილი.

ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პირბადის ხარისხს დაადგენს და ვაქცინის ხარისხის დადგენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა რაიმე არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაელოდო სხვას და როცა გეტყვიან, რომ ეს ვაქცინა კარგია, აირჩიო“.- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

Next Post

„მთელ ჭორვილას მოედო ამბავი..“ - ივანიშვილის ბავშვობის და ქორწილის უცნობი დეტალები

ოთხ იან 13 , 2021
1,427 წაკითხვა„დაიჯესტი“ ოლიგარქის თანაკლასელის ინტერვუზე დაყრდნობით მის ბავშვობაზე, სკოლაში განვლილ დროსა და ქორწილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათიან გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან. „გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, […]