ჟაკ ატალის წინასწარმეტყველება პანდემიის და მსოფლიო მთავრობის შესახებ: „კაცობრიობა მაშინ ვითარდება, როცა შიში აქვს”

1,660 წაკითხვა

ჟაკ ატალი – ცნობილი ფრანგი ფინანსისტი და ბანკირი, თანმიმდევრული გლობალისტი, მსოფლიო საფინანსო და პოლიტიკურ ელიტებში უზარმაზარი კავშირების მქონე პირი, ჯორჯ სოროსის თანატომელი (ამ ბოლო ფაქტს ინფორმაციისთვის აღვნიშნავთ, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე), 2009 წელს, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებდა, თუ რა პოლიტიკური ძალა აქვს ინფექციის პანდემიას.

ატალის მცირე მოცულობის სტატიას, რომელიც მან 2009 წელს, ე. წ. “ღორის გრიპის” ფონზე გამოაქვეყნა, მთლიანად წარმოგიდგენთ (ხაზგასმები ჩვენია – გ. რ.) ფრანგულ ორიგინალთან ერთად. მკითხველმა თავად განსაჯოს, არის ეს წინასწარმეტყველება თუ პირდაპირი ინსტრუქცია 2020 წელს დაწყებული კორონა-ტერორისთვის. ან, იქნებ, კიდევ სხვა რამ იყოს, მაგალითად, უბრალო დამთხვევა. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ატალის ეს რეალური სტატიაც სპორადულად, “ალენ დალესის გეგმის” და სხვა ფანტასმაგორიების “ვინეგრეტში” არეული ვრცელდება და ხალხს მერე ჰგონია, რომ ესეც ჭორი და გამონაგონია. რადიკალები კიდევ არაერთ  რეალურად არსებულ ფაქტს “აბანძებენ” უნებურად, ლიბერალების გასახარად, თუმცა ეს სხვა თემაა…

მაშ ასე, ჟაკ ატალი:

ისტორია გვასწავლის, რომ კაცობრიობის განვითარება არსებით ხასიათს მხოლოდ მაშინ ატარებს, თუკი მას ნამდვილი შიში აქვს: მხოლოდ მაშინ გამოიმუშავებს იგი თავდაცვის მექანიზმებს – ამას ზოგჯერ აუტანელი სახე აქვს (განტევების ვაცის ძიება და ტოტალიტარიზმი), ხან უმიზნოა (ყურადღების გადატანა), ხან ქმედითია (თერაპიული მეთოდი, რომელიც მანამ არსებულ მორალურ პრინციპებს აუქმებს). როდესაც კრიზისი მთავრდება, ამ მექანიზმების ტრანსფორმირება ხდება, რათა მოხდეს მათი თავსებადობა ინდივიდუალურ თავისუფლებებთან და შერწყმა დემოკრატიულ ჯანდაცვის პოლიტიკასთან.

პანდემიამ, რომელიც იწყება, შესაძლოა, ამ სტრუქტურული შიშებიან ერთ-ერთი გამოიწვიოს.

თუკი [ღორის გრიპის] პანდემია უფრო მძიმე არ აღმოჩნდება, ვიდრე ორი წინამორბედი – პანდემიის რისკთან დაკავშირებული საშიში მოვლენა (2001 წლის საქონლის ცოფის კრიზისი დიდ ბრიტანეთში და 2003 წლის ფრინველის გრიპი ჩინეთში), მას ზეგავლენა დასაწყისში ექნება: მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები (საჰაერო მიმოსვლის, ტურიზმისა და ნავთობის ფასის შემცირება); თითო ინფიცირებული პირი დაახლოებით  2 მილიონი დოლარი დაჯდება და სააქციო ბაზრები 15%-ით შემცირდება. ჯამში [ეკონომიკური] შედეგები მხოლოდ მცირეხნიანი იქნება (ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ 2003 წლის მეორე კვარტალში იკლო და მესამე კვარტალში ისევ უცბად ავარდა). ამ ყველაფერს საორგანიზაციო ხასიათის შედეგებიც მოჰყვება (2003 წელს მთელს აზიაში მეტად მკაცრი პოლიციური ზომები იქნა მიღებული, რამაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას განგაში აატეხინა და ცალკეულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით, საფრანგეთმა და იაპონიამ, წამლებისა და ნიღბების დიდი რაოდენობა დააგროვეს).

მაგრამ თუკი ეს პანდემია უფრო მძიმე და ადამიანიდან ადამიანზე გადამდები აღმოჩნდება, მას ნამდვილად პლანეტარული შედეგები ექნება: ეკონომიკური (მოდელირება ცხადს ხდის, რომ შეიძლება, გაჩნდეს 3 ტრილიონ დოლარამდე დანაკარგი ანუ მსოფლიო მშპ-ს მთელი 5%-ით კლება) და პოლიტიკური (გადადების რისკის გამო) მოსაზრებებით, ჩრდილოეთის ქვეყნები დაინტერესებულნი იქნებიან, რომ სამხრეთის ადამიანები არ დაავადდნენ და ყველაზე ღარიბებმა მდიდრებისთვის ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე წვდომა მიიღონ; ყველაზე დიდი პანდემია ყოველგვარ ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ დისკურსზე მეტად შეუწყობს ხელს ალტრუიზმის აუცილებლობის გაცნობიერებას, საკუთარი ინტერესებისთვის მაინც.

და თვით იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს კრიზისი, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი ძალიან მძიმე არ იქნება, მიგვაღებინებს აუცილებელ გაკვეთილებს, როგორც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ისე, რომ შემდეგი გარდაუვალი კრიზისის ჟამს ჩვენ უნდა შევძლოთ პრევენციული და საკონტროლო მექანიზმების შექმნა და მედიკამენტებისა და ვაქცინების სამართლიანი განაწილებისათვის ლოგისტიკური პროცესების ხელშეწყობა. საამისოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ გლობალური პოლიცია, გლობალური საწყობი და გლობალური დაბეგვრა. ამ გზით ბევრად უფრო მალე ჩაეყრება საფუძველი რეალურ მსოფლიო მთავრობას, ვიდრე ეს მხოლოდ ეკონომიკური გონიერებიდან გამომდინარე შეიძლება, მომხდარიყო. ფაქტია, რომ საფრანგეთში ნამდვილი სახელმწიფოს შექმნა მე-17 საუკუნეში საავადმყოფოთი დაიწყო.

შუალედური დროის მონაკვეთში ჩვენ შეგვეძლო ამ თემასთან დაკავშირებული ნამდვილი ევროპული პოლიტიკის იმედი გვქონოდა. მაგრამ ბრიუსელი ამ საკითხთან დაკავშირებითაც დუმილს ამჯობინებს ისევე, როგორც ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებით.

მასალა მოიძია და თარგმნა გულბაათ რცხილაძემ

Next Post

„ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი თავის სოფლებში რატომ არ მიდის?!” - ქეთი დოლიძე

ოთხ იან 13 , 2021
1,660 წაკითხვარეჟისორი ქეთი დოლიძე რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული ხალხის შესახებ „ტვ პირველზე“ საუბრობს. „მე არ დავდივარ ელიავაზე საერთოდ, მაგრამ ნახეთ ერთი, რა ხდება ელიავას ბაზრობაზე, თუ არ დაგემალებიან​​, მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი. რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან თავიანთ სოფლებს. როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში, მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში […]