კალაძის თანამდებობა “ქართულ ოცნებაში” უქმდება?

1,865 წაკითხვა

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 16 იან­ვარს “ექ­სპო­ჯორ­ჯი­ა­ში” გა­ი­მარ­თე­ბა. ყრი­ლო­ბა­ზე პარ­ტია ახალ თავ­მჯდო­მა­რეს და მის მო­ად­გი­ლეს აირ­ჩევს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად წას­ვლის შემ­დეგ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან თა­ვის მემ­კვიდ­რედ, ანუ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ა­სა­ხე­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ყრი­ლო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­საც და­ამ­ტკი­ცე­ბენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მე­დი საბ­ჭოს წევ­რე­ბი­დან გა­ნახ­ლე­ბულ პარ­ტი­ულ ორ­გა­ნო­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან: ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკი, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე და ილია ნა­კა­ში­ძე.

საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა 21-მდე გა­ი­ზრდება. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, საბ­ჭო­ში ახალ წევ­რე­ბად ვი­ხი­ლავთ: მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს, კახა კუ­ჭა­ვას, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს და თეა წუ­ლუ­კი­ანს. მი­ნის­ტრე­ბი­დან კი საბ­ჭო­ში ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს წა­რად­გნენ.

პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, საბ­ჭო­ში ვი­ხი­ლოთ გენპ­რო­კუ­რო­რის ექსმო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლიც. ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად, საბ­ჭო­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძეც. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პარ­ტი­ა­ში უქ­მდე­ბა გენმდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე კახა კა­ლა­ძეს უკა­ვია.

ამ საკითხზე „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ასეთი პასუხი გასცა:

– ბა­ტო­ნო გია, მარ­თა­ლია, რომ პარ­ტი­ა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოს­ტი უქ­მდე­ბა?

– (პა­უ­ზა) არა, არ უქ­მდე­ბა… მე თქვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო კი არ ვარ. თქვენ და­წე­რეთ, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გაქვთ – ასე და ასე ამ­ბო­ბე­ნო. მე რა­ტომ უნდა და­გი­დას­ტუ­როთ? ყრი­ლო­ბა იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს მა­შინ გა­ი­გებთ. მე არა­ნა­ი­რი წყა­რო არ ვარ, არც – სან­დო.

ამბები

Next Post

„დაიჭირეთ ეს სახელმწიფო დამნაშავე!“ - ირაკლი კაკაბაძე

პარ იან 15 , 2021
1,865 წაკითხვა„ეს არის ერთი-ერთში ტრამპის განცხადება. ეს არის შეფარული მოწოდება ძალადობისკენ“- ასე ეხმიანება მწერალი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა: მიხეილ სააკაშვილის ციტატა – „ჩვენს ხალხშია ჩვენი ძალა, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი, ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე“ ირაკლი კაკაბაძის პოსტის გაგრძელება: „პუტინის მოგზავნილი […]

შესაძლოა მოგეწონოთ