„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო – რა, გაქრეს სააკაშვილი?“ – გუბაზ სანიკიძე

1,839 წაკითხვა

„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია“, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

„მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?! „ -აცხადებს სანიკიძე.

ცნობისთვის, „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა „თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება. ვაშაძის თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო.

იპნ

Next Post

„ვერ გაიგებ, რა ჯობს, კორონას გადაურჩე და შიმშილით მოკვდე თუ..“ - ვატო სურგულაძე

პარ იან 15 , 2021
1,839 წაკითხვავატო სურგულაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვას კარგი შედეგი არ მოაქვს: –  რასაც მიაღწიეს ჩაკეტვით, იმის მიღწევა შესაძლებელი იყო ჩაკეტვების გარეშეც, თუკი იქნებოდა ყველა წესი დაცული. ბიზნესმა საკმაოდ კარგად დაამტკიცა, რომ რიგებსაც მართავდა, ნაკადებს, ყველა წესს იცავდა. უფრო ადრეც რომ გაეხსნათ, უკეთესი იქნებოდა ალბათ ყველასთვის. გამობრძანდა ჩვენი ძვირფასი ფინანსთა მინისტრი და განაცხადა, 1.200 ლარს მივცემთ 6 თვეშიო. […]

შესაძლოა მოგეწონოთ