მაგიური ციფრი ქართულ პოლიტიკაში – მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს

2,080 წაკითხვა

მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Next Post

მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი - ვიცეპრემიერები მინისტრთა კაბინეტში

პარ სექ 13 , 2019
2,080 წაკითხვასაქართველოს ახალ მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცეპრემიერი იქნება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამავე დროს ინფრასტრუქტურის მინისტრიც არის, ამ პოსტზე კვლავ დარჩება, მეორე ვიცე პრემიერი კი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება. „პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს-ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცეპრემიერი, ერთი […]

შესაძლოა მოგეწონოთ