„ეს არის მორიგი სახელისუფლებო მავნებლობა!“ – არჩილ გამზარდია

1,910 წაკითხვა

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსთვის სტუმრების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც გამზარდია თავის პოსტში აღნიშნავს, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი მავნებლობა იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ სამცხე ჯავახეთში ინფიცირების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია “ქართული ოცნების” კოვიდ სტატისტიკის მიხედვითაც კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს და შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.

თუ ეს ინფორმაცია მართალია და სავარაუდოდ, მართალია, ეს არის მორიგი სახელისუფლებო მავნებლობა. არანაირი საფუძველი, არანაირი რაციონალური არგუმენტი არ არსებობს ამგვარი გადაწყვეტილებისათვის, თუმცა, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ბოლომდე შეავიწროვოს მოქალაქეები.” – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულულია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროებს ოთახების გაქირავება აუკრძალეს, ხოლო დამქირავებლებს ბინების დაცლა მოსთხოვეს.

Next Post

„ხმაური, ჩხუბი და მერხებზე სირბილი წინ არის“ - სოსო მანჯავიძე

კვი იან 17 , 2021
1,910 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: გემახსოვრებათ, ზოგჯერ მასწავლებელი რომ გავიდოდა გაკვეთილის დროს კლასიდან და დაიბარებდა- ჭკვიანად იყავითო. თავიდან ბავშვების ნაწილი ფიქრობდა, რომ მასწავლებელი მალე მოვა და წყნარად იყო, მეორე ნაწილს ეშინოდა, რომ მასწავლებელი ჭუჭრუტანიდან იყურება და ამოწმებს, ვინ როგორ იქცევა, ამიტომ გასუსული იჯდა და კარებისკენ ჰქონდა თვალი, ზოგიც კიდევ დარწმუნებული, იმაში, რომ ჭუჭრუტანიდან უყურებენ, მასწავლებლის დასანახად დავალებას წერდა ბეჯითი გამომეტყველებით. […]