„ხმაური, ჩხუბი და მერხებზე სირბილი წინ არის“ – სოსო მანჯავიძე

1,627 წაკითხვა
სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
გემახსოვრებათ, ზოგჯერ მასწავლებელი რომ გავიდოდა გაკვეთილის დროს კლასიდან და დაიბარებდა- ჭკვიანად იყავითო.
თავიდან ბავშვების ნაწილი ფიქრობდა, რომ მასწავლებელი მალე მოვა და წყნარად იყო, მეორე ნაწილს ეშინოდა, რომ მასწავლებელი ჭუჭრუტანიდან იყურება და ამოწმებს, ვინ როგორ იქცევა, ამიტომ გასუსული იჯდა და კარებისკენ ჰქონდა თვალი, ზოგიც კიდევ დარწმუნებული, იმაში, რომ ჭუჭრუტანიდან უყურებენ, მასწავლებლის დასანახად დავალებას წერდა ბეჯითი გამომეტყველებით.
ცოტა ხნის შემდეგ, თუ მასწავლებელი არ ბრუნდებოდა და ჭუჭრუტანის შიშიც ქრებოდა, იწყებოდა ქაოსი.
ზოგი ჩხუბობდა, ზოგი მერხებზე დარბოდა, ზოგიც გარეთ გარბოდა.
ყვირილზე და ხმაურზე აღარაფერს ვამბობ.
განსაკუთრებულად დარწმუნებულები, რომ მაინც უყურებენ რომელიღაც ჭუჭრუტანიდან, კვლავ წერდნენ დავალებას ბეჯითი გამომეტყველებით.
შედეგად, კლასში სასწავლო ნაწილი ან თვით დირექტორი შემოვარდებოდა ხოლმე.
დაახლოებით ასეთი სურათია დღეს საქართველოში, ზოგს გონია, რომ მალე მოვა უკან, ზოგიც ფიქრობს, რომ არ წასულა და ჭუჭრუტანიდან იყურება, ზოგიც ქულებს იწერს და აქვს ბეჯითი გამომეტყველება.
ხმაური, ჩხუბი და მერხებზე სირბილი წინ არის.
სასწავლო ნაწილის და დირექტორის როლს ვინ შეასრულებს-ესაა საკითხავი.

Next Post

„ეჰ, ქალბატონო ნინო..“ – ვასიკო ოდიშვილი (ვიდეო)

კვი იან 17 , 2021
1,627 წაკითხვა