საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას მონოლოგის იმ ნაწილს, რომელშიც მან შენიშვნა გამოთქვა საზ.მაუწყებლის მიმართ და განაცხადა, რომ მისი დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე ტელევიზიის სახელით გვირგვინიც კი არ მიუტანია არავის,
“ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა.
უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი და ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა.”- დაწერა თინათინ ბერძენიშვილმა ფეისბუქის ერთ-ერთი პოსტის კომენტარში.