მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი – ვიცეპრემიერები მინისტრთა კაბინეტში

2,068 წაკითხვა

საქართველოს ახალ მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცეპრემიერი იქნება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამავე დროს ინფრასტრუქტურის მინისტრიც არის, ამ პოსტზე კვლავ დარჩება, მეორე ვიცე პრემიერი კი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იქნება.

„პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს-ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცეპრემიერი, ერთი გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და მეორე გახლავთ თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ შევხვდით პარასკევს. ასევე მინდა, გითხრათ, რომ მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვის“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მთავრობა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.

საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უხელმძღვანელებს. დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პოლკოვნიკი სუჯაშვილი ამ დრომდე დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

Next Post

მოკრძალებული რჩევები ახალ მთავრობას - „შეწყვიტეთ ბაქი-ბუქი, ვითომ გაკეთებული საქმის სადიდებლად“

პარ სექ 13 , 2019
2,068 წაკითხვაახდა საქართველოს მედიის წინასწარმეტყველება — სექტემბერში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. ჟურნალისტიკა აქცენტს უპირველეს ყოვლისა პრემიერ-მინისტრ ბახტაძის გადადგომაზე აკეთებდა, რასაც პირდაპირ ეკითხებოდა მას. ბახტაძის პასუხი იყო ისეთი, როგორიც წინამორბედების — ჭორია! არადა ეს „ჭორი“ მესამედ ახდა და ბახტაძეც ისე დაგვემშვიდობა, როგორც თავის დროზე ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი. ახალი პრემიერ-მინისტრი გახარია ცნობილი პიროვნებაა. ის, ხომ ბოლო 2 თვეა ზედმიწევნით „ახარებს“ ოპოზიციაში მყოფ ნაცებს […]

შესაძლოა მოგეწონოთ