„ქალბატონო ინგა რასაც თქვენ საუბრობთ არის მტკნარი სიცრუე – არ შემიძლია, რომ არ დავწერო!“

1,933 წაკითხვა

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალური ქსელით ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას პასუხობს:

„არ შემიძლია, რომ არ დავწერო!!!

ინგა გრიგოლია თითქმის ყველა გადაცემის ანონსში ამახვილებს ყურადღებას, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები აღარ დადიანო, ოღონდ ამას საუბრობს ისეთი მიმართულებით, რომ თითქოს ხელისუფლებას მხარდამჭერებიც კი შეუმცირდა და აღარ აპირებენ დააფიქსირონ ის პოზიციები, რაც ხდება ქვეყანაში!!!

მე, ვარ ის ერთ – ერთი ადამიანი, ვინც ყოველთვის დავდიოდი ყველა დებატში, არ არსებობდა დებატი ან თემა (რა თქმა უნდა რაც მესმოდა ის თემები), რომ მე უარი მეთქვას ტვ პირველისთვის.

მელაძის გადაცემის შემდეგ, მელაძის ტყუილის შემდეგ, არაერთხელ დამირეკეს მე პირადად ტვ პირველიდან და მთხოვეს მისვლა სტუდიაში. შემომთავაზეს, რომ მივსულიყავი და რა პრეტენზიაც მქონდა მელაძისა და ზოგადად ტვ პირველის მიმართ, იმაზე მესაუბრა და თავიანთვე სტუდიიდან გადმომეცა ჩემი შინაგანი წყენის მიზეზები!!!

რამდენიმე ხნის წინაც დამიკავშირდნენ აღნიშნული ტელევიზიიდან, ჩვენ რა შუაში ვართ მელაძის გადაცემასთანო, მობრძანდით ეს ხომ სხვა ფორმატაიო და მე უარი განვაცხადე.

საკმაოდ მოწიწებით და პატივისცემით ვარ განწყობილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც აქვს სურვილი, რომ რეალური დებატი შედგეს და ამ დებატის ერთ – ერთი მონაწილე უნდათ რომ ვიყო – მე!!!

ქალბატონო ინგა, რასაც თქვენ საუბრობთ რომ ხელისუფლების მხარდამჭერები ვერ მოდიან, არ აქვთ არგუმენტი და ა.შ (თქვენი პათოსი სწორედ ამაზე მიუთითებს) არის მტკნარი სიცრუე.

მოვალ და მეტსაც ვიზამ, არანაირი პრობლემა არ მაქვს დავიცვა ხელისუფლება, უფროსწორად ვისაუბრო ფაქტებით და არა პანიკით, არანაირი პრობლემა არ მაქვს ნებისმიერ ადამიანთან დავამტკიცო სიმართლე და ჰაერზე არ ვიწიკვინო, როგორც ხდება ამ ბოლო დროს ხშირად.

ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივი და საკმაოდ საინტერესოც არის, მაგრამ არის ერთი – ნო!!!

რაც მე დამაბრალეთ, ამისთვის ვითხოვ ბოდიშს. მოიხადეთ ბოდიში და არასოდეს ვიტყვი უარს თქვენს ეთერში მოსვლაზე – არასოდეს!!!

ხელისუფლებას ჰყავს დამცველი, საკმაოდ ჭკვიანი და მებრძოლი დამცველებიც და რაც მთავარია, ,,ჩვენ” ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით და არა – ,,გუუგლში” მოძიებული ფეიკებით.

პატივისცემით,

ირაკლი ლატარია

Next Post

წავა თუ არა კალაძე ოპოზიციაში?

შაბ იან 23 , 2021
1,933 წაკითხვაკონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „კავკასუსში“ მომხდარი ფაქტები შეიძლება კალაძის პოლიტიკურ განეიტრალებასთანაც იყოს კავშირში. კალაძემ შეიძლება დასაყრდენი იპოვოს ოპოზიციაში?  კალაძეს აქვს ოპოზიციასთან კავშირები, ყოველთვის ჰქონდა, თუმცა, მე მაინც არა მგონია, რომ მხოლოდ ამის იმედად იყოს და ეს ნაბიჯი ისე გადადგას. თუკი ეს სცენარი პოლიტიკურად განხორციელდება, მაშინ, არ არის გამორიცხული, მან საკუთარ ძალაზეც იფიქროს. ეს იმ შემთხვევაში, […]