პარტია მომავალი საქართველოს ლიდერი გიორგი ლაღიძე ამბობს რომ ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების სწორად მართვას ვერ შეძლებს, ამის ერთ-ერთ მაგალითდ არსებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ასახელებს:
„ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ კარგი პოლიტიკური ალღო აქვს, მან იგრძნო გარკვეული საფრთხე და მოვლენებს დაასწრო. ის განერიდა ქართულ პოლიტიკას. არ არის გამორიცხული, რეალურად დატოვოს საქართველო. რამდენად შეძლებენ მის ფრთის ქვეშ დაზრდილი პოლიტიკოსები კობახიძის მეთაურობით ქვეყნის მართვას და ამ ურთულესი გამოწვევების გამკლავებას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს, ფაქტია, რომ სახეზეა პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანას ყავს ერთპარტიული პარლამენტი რომლის ლეგიტიმაცია სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. ამას თუ დავამატებთ არსებულ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, ვფიქრობ ბიძინას წასვლა უნდა შეფასდეს ქართული ოცნების დასარულის დასაწყისად. ცვლილებები გარდაუვალია და ეს ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა განახორციელოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით. არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს რომელიც ერთი თვით კიდევ გაახანგრძლივეს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სამარცხვინო და არაადეკვატური ნაბიჯი. ისინი არ ითვალისწინებენ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს საზოგადოებაში სამართლიან გულისწყრომას იწვევს. მიმაჩნია, რომ არსებული შეზღუდვებით ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს.
–