„ენდიაის კვლევა გვაჩვენებს, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით“ – ნიკა გვარამია

1,787 წაკითხვა

ნიკა გვარამიას პოსტი ფეისბუქში:

„NDI სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში – ოცნების ყველაზე მაღალი რეიტინგი – ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა.
შედარებულია კვლევის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიღებული პასუხი – პირისპირ გამოკითხვა (შიშიც ნაკლებია და პასუხიც მეტი) და სატელეფონო (შიში უზარმაზარი, უარი დაახლობით 50%). საერთოდაც, უარი პასუხზე რომ 50% გაქვს, ალოკაციის გარეშე (და ამ უარს ოპოზიციის მომხრე ამბობს) შედეგის გამოქვეყნება კვალიფიკაციის პრობლემაა.
80%ს უნდა ოპოზიცია პარლამენტში – რატომ 100%ს არა? ზოგადად, მგონი ყველა ნორმალურს უნდა. თუ შეკითხვას დასვამ “უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში”, და არა “ამართლებ თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს”, ამით უბრალოდ ატყუებ ხალხს და იღებ სხვა შეკითხვაზე პასუხს და ასაღებ სხვა პასუხად.
ესაა ჩემი კომენტარი NDI კვლევაზე.
ps თან დეკემბერში გაკეთებული “კვლევა” იანვრის ბოლოს რატომ უნდა გამოაცხადო და საეჭვოდ დაამთხვიო მანდატები.“

Next Post

„მამა დაეღუპა კორონავირუსით, ახლა სხვის მამებსაც იმეტებს?” - ნინო ნადირაძე

ორშ იან 25 , 2021
1,787 წაკითხვაგუშინ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მივიდა, სადაც ტესტის პასუხი მიიტანა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციის წესი, შეგნებულად დაარღვია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ცნობილი კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე. „მამა დაეღუპა კორონავირუსით((( ახლა სხვის მამებსაც იმეტებს?” – დაწერა ნადირაძემ, რის გამოც ის ვაშაძის მხარდამჭერებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ვახო ხაბაძე: თქვენსავით დალხენილი არაა ყველა ნინო ნადირაძე: რას ნიშნავს […]

შესაძლოა მოგეწონოთ