ნიკორას თანამშრომელი მყიდველმა დანით დაჭრა

1,039 წაკითხვა

თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ საწყობის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის კამათი უძღოდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა მამაკაცი დანით დაჭრა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

“ჩვენ ახალი ცვლა ვართ და არაფერი არ ვიცით”, – ამბობს “ნიკორას” ერთ-ერთი თანამშრომელი.
შემთხვევა 25 იანვარს დღის საათებში მოხდა. “ნიკორას” აღნიშნული ფილიალის გვერდით პოლიციის შენობა მდებარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Next Post

„სხვა ვერაფერი, მაგრამ ეს ხომ შეგისრულათ ბიძინამ?“ - თეა თუთბერიძე

ოთხ იან 27 , 2021
1,039 წაკითხვა„სხვა ვერაფერი მაგრამ ეს ხომ შეგისრულათ ბიძინამ? ხო და კი ხართ კარგად“ –  წერს თეა თუთბერიძე და შესაბამის ფოტოს ურთავს წარწერით: „როცა ბაჩო დააკავეს, ეს პლაკატი მაშინ დავწერე. როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლებას ჭკუაში დაუჯდა ჩემი ეს “მოთხოვნა”