94 წლის უსახლკარო მარგარიტა ბებოს კახა კალაძემ სახლი აჩუქა

1,296 წაკითხვა

94 წლის მარგარტია ქაჯაიას, რომელიც ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა და ათეული წელი 20 კვადრატულაში ცხოვრობდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახლი აჩუქა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქიის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.

„94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა.

მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე, ალბათ, გამონაკლისია. ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების და უბინაოდ დარჩენის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და თავი მუნიციპალურ ფართს შეაფარა. ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მარგარიტა ბებო 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებინა.

დღეიდან მას საკუთარი ჭერი აქვს“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

Next Post

„ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანს დასვამს, სამშობლოს მოღალატეთა რიგებში დგება“ - შორენა კოწოწაშვილი

პარ იან 29 , 2021
1,296 წაკითხვაჟურნალისტი, შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დავით გარეჯი საქართველა!.. ყველა, ვინც კი ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანს დასვამს პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, სამშობლოს მოღალატეთა რიგებში დგება. ვერასდროს მივიღებ სხვა მოცემულობას გარდა იმისა, რომ გარეჯი – ჩვენი სულიერი სავანე, იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორია. არ მინდა დავიჯერო, რომ ივერი მელაშვილის პოზიციას – “როგორ არის შენი, როდესაც არ არის […]

შესაძლოა მოგეწონოთ