ჟურნალისტი, შორენა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დავით გარეჯი საქართველა!.. ყველა, ვინც კი ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანს დასვამს პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, სამშობლოს მოღალატეთა რიგებში დგება. ვერასდროს მივიღებ სხვა მოცემულობას გარდა იმისა, რომ გარეჯი – ჩვენი სულიერი სავანე, იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორია. არ მინდა დავიჯერო, რომ ივერი მელაშვილის პოზიციას – “როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი” – ბევრი მხარდამჭერი ყავს, რადგან თუ ასეა, ეს უკვე სერიოზული განგაშის საფუძველია. ყველაფერი არ იყიდება და ვერც გაიყიდება!!! ვერც ეს თემა შესძენს ვინმეს პოლიტიკურ წონას და დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს შენების საფუძველი ვერ გახდება გარეჯის საქმე, როგორც არ უნდა ეცადონ მისი ე.წ. კარტოგრაფიების საქმედ მონათვლა. რაც შეეხება ბრალდებას და სახელმწიფოს პოზიციას, აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ბრალის ობიექტურად დამტკიცება და შესაბამისი სასჯელი ნებისმიერი ბრალეულ პირს, რაც თავის მხრივ, პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავს. იმედია, საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ობიექტური განაჩენი დადგება ნებისმიერი ბრალეული პირის მიმართ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.“