მეუფე საბა გიგიბერია – „გვარამია, პრეზერვატივი თუ შემოგაკლდათ, გამოგიგზავნით”

1,364 წაკითხვა

მეუფე საბა მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას სიბინძურესა და “ეშმაკის საქმეს” უწოდებს.

საუბარია რეპორტაჟზე, რომელიც სასულიერო პირის ბიზნესინტერესებს ეხებოდა:

„ვერ გააკეთეს ისეთი სიუჟეტი როგორიც უნდოდათ და პირდაპირ გეტყვით, ბატონო გვარამია – დიდი ანგარიშით მოგიგეთ. ამაზრზენი ისაა, რომ ბოლოში მიაწერეს და გამოაცხადეს, რომ მე, ვითომ, რაღაც საქმიანობას ვეწევი. აი, იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს, არ ვიცი. გამოაცხადეს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბასა და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო.

წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია.

პატრიარქს რა დააბრალეს, მე რას მაბრალებ, სხვებს რას აბრალებენ, იმას, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეულია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლსა და შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით.

დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც ამის საჭიროების მქონე ადამიანები მრავლად არიან. დაანებეთ ამ ქვეყანასა და ამ ხალხს თავი. თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდის, უფალი ამბობს – ვინც აბრკოლებს ადამიანებს ჩემთან მოსასვლელად უმჯობესია, წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადავარდეს” – განაცხადა მეუფე საბამ.

Next Post

ივერი მელაშვილს თავს ბაქარ ადამია დაესხა

სამ თებ 2 , 2021
1,364 წაკითხვაახალგაზრდა, რომელმაც „ალტა ოქეის“ მაღაზიაში ივერ მელაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა, ბაქარ ადამიაა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს. „ალტა ოქეიში“ კი დებოშს პასუხი არავინ გასცა და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვითარების განმუხტვა არც იქვე მყოფ მენეჯერს და არც დაცვა უცდია. მთავარი

შესაძლოა მოგეწონოთ