„არ გავჩუმდები სანამ..“ – ნიკა გვარამია

1,057 წაკითხვა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღეს ჩანიშნულ მის სასამართლო პროცესს დაშინების მცდელობად და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

„წინა ჯერზე, ეს უცნაურად განახლებული პროცესი გააუქმეს,იმ მოტივით, რომ სავალდებულოობა თუ არ არის და საპატიმრო ვადები თუ არ ითხოვს, გადაიდოს ყველაფერი ლოქდაუნის მოხსნამდეო. არც ლოქდაუნი მოხსნილა და არც კორონა პანდემია შეწყვეტილა.

ეს არის დაშინების მცდელობა ჩემი და გაჩუმების, მნიშვნელობა არ აქვს, მე არ გავჩუმდები, სანამ შემიძლია ვილაპარაკებ, რამდენი პროცესიც უნდათ იმდენი ჩანიშნონ, რაც უნდათ ის ქნან.

უსამართლობის პროგნოზირება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მას არავითარი ლოგიკა არ აქვს. ანგარიშსწორება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებაზე და ამ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”   – ამბობს მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
ცნობისთვის, “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე განახლდება.

მთავარი

Next Post

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება

ხუთ თებ 4 , 2021
1,057 წაკითხვამთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება. „დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ წესები დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.