
„მთავარის“ სიუჟეტი თეა წულუკიანზე, სათაურით, „ბოღმის ტერაქტები თეა წულუკიანისგან“
„არადა, ნიკა გვარამიას, ყველაზე ვულგარული ფორმით, მიჯნური დაუწუნა… შანსს არ გვიტოვებთ, რომ არ გერჩოდეთ ქალბატონო, თორემ, თქვენზე სიუჟეტის კეთება, ნამდვილად არ გვეხალისება.
ქალბატონმა თეამ, პარლამენტში ბოღმის ტერაქტი მოაწყო…
ნიკა გვარამია მისთვის პირადი მტერია, ვისზე ფიქრსაც მეტ დროს უთმობს, ვიდრე საკუთარ საქმეს, ან თუნდაც პირად ცხოვრებას“
რა იქნება შემდეგ სერიაში? – რას ეტყვის წულუკიანი გვარამიას და რას უპასუხებს გვარამია – მშვენიერი დღის წესრიგი იქნებოდა, რომ არა დანგრეული ეკონომიკა, პოლიტიკური კრიზისი, ჩამოქცევამდე მიყვანილი ჯანდაცვა და გაღატაკებული ხალხი.
შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერი სამინისტროს სოციალურ გვერდზე – ხალხის მიერ დაწერილ უპასუხო კომენტარებს ვერ დათვლით, ზოგი სამინისტრო კომენტარებს შლის კიდეც. რაც ვიზამთ, მათ მინისტრებსა და უფროსებს, ხალხისთვის საპასუხოდ არ სცალიათ, ჯერ ნიკა გვარამიასთვის ყველა ანდაზა არ უთქვამთ.
ამაზეა ნათქვამი, ერთი გვარამია „ოცნების“ ყველა დეპუტატმა გაიყო და კიდე მორჩათო…
სერიოზულად კი, ყველაფერი მარტივია, „ენმ“-ის წევრები პარლამენტში არ არიან და “ოცნებას” პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მხოლოდ ელისაშვილის ლანძღვით არ გამოსდის, მით უფრო, რომ ელისაშვილი მორცხვად სდუმს და ენას არ უბრუნებს, ამიტომ, ახლა “ნაცების დამთავრებისათვის” ომმა პარლამენტს გარეთ გადაინაცვლა.