„თეა წულუკიანისგან არაფერი გამიკვირდება“ – ამბობს გია ხუხაშვილი ალოიასთან ინტერვიუში, თეა წულუკიანის მიერ, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით:
„მისთვის დიაგნოზი დიდი ხანია დასმული მაქვს – ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი იკადროს და მერე ამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი კეთილი მიზნებით გააკეთა. მან დაარღვია ფუნდამენტური უფლება ადამიანის, თუნდაც ძალიან საზიზღარის. წულუკიანმა დაარღვია პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის პრინციპი. ამით ნიკა გვარამიას სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე იმით, რომ საზოგადოების პოლარიზაცია მაღალია და გვარამიას მიმართ, საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად, მეტიც, აგრესიულად არის განწყობილი. წულუკიანი ამტკიცებდა, რომ სწორად მოიქცა და ალბათ, ახლაც დარწმუნებულია, რომ მართალია. ასეთ ადამიანზე და მის გამოხტომებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“.