პოლიციამ ბათუმში ინტერნეტით ნარკოტიკების სქემაში ჩართული პირი დააკავა

489 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ა.კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ა.კ.-ს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ,,გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იპნ

Next Post

რამდენ სასულიერო პირს წაუყენეს ბრალი სოდომურ ცოდვაში და რა გადაწყვიტა სინოდმა?

პარ თებ 12 , 2021
489 წაკითხვაცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი, ტვ პირველის ეთერში იმ თემებზე საუბრობს, რა თემებიც სინოდის სხდომამ განიხილა და ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინოდის სხდომაზე მართლაც ამხილეს ორი სასულიერო პირი სოდომურ ცოდვაში: “ძალიან შეხუხებული ვარ და მიჭირს ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრა, მაგრამ ეს ადამიანები ერთი და ორი შეგონებით, როგორც მისმა მღვდელმთავარმა გააფრთხილა ისინი… თუ მაინც არ იშლიან იძულებული ვხვდებით მივიღოთ მკაცრი […]

შესაძლოა მოგეწონოთ