„ფეხებზე მკიდია ვის რა აწყობს..“ – ნინო ჯანგირაშვილი

898 წაკითხვა

ნინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში:

„ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ლიდერის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ადამიანურადაც სწორია, მოქალაქეობრივადაც სწორია.

რატომღაც ყველას გვავიწყდება, რომ პოლიტიკოსს 20 ივნისის საქმეზე ასამართლებენ, რაც ყველა ჩვენგანის სირცხვილია. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომელიც შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ ამორფულ რეჟიმს პასუხი ვერ მოვთხოვეთ 20 ივნისისთვის, მაქვს სრული იდენტობა და სოლიდარობა მელიას ამ გადაწყვეტილებასთან და ფეხებზე მკიდია პოლიტიკური თეორია–ანალიზები, ვის რა აწყობს და ვის „წისქვილზე ასხამს წყალს“ ეს გადაწყვეტილება, რომელიც არის სწორი და მორალურად გამართლებული, რა კონტექსტშიც არ უნდა ჩასვა.

სხვა პოლიტიკური ლიდერების თეორიული ანალიზებით გატაცება და წუწუნი ხომ საერთოდ კომედიაა. თუ არ მოგწონთ სხვისი გაკეთებული, გააკეთეთ თქვენ, თქვენ შექმენით დღის წესრიგი, თქვენ მოიპოვეთ იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას აქვს.

თუ ვერ ახერხებთ, გაჩუმდით მაინც და ნუ გვაშინებთ ნაცებით.“

Next Post

გიორგი ლაღიძე - „ხელისუფლება დიდი გამოცდის წინაშე დგას“

ორშ თებ 15 , 2021
898 წაკითხვაგიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში: „ხელისუფლება დიდი გამოცდის წინაშე დგას, ან უნდა წავიდეს ნიკა მელიას დაკავებაზე და აჩვენოს ყველას, რომ კანონი ყველასათვის ერთია, რაც თავისთავად კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ფონს ქვეყანაში, ან პარლამენტმა უარი უნდა თქვას მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც ასევე სერიოზული გამოცდაა ხელისუფლებისათვის, ვინაიდან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება განცდა, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. მე […]