გიორგი ლაღიძე – „ხელისუფლება დიდი გამოცდის წინაშე დგას“

644 წაკითხვა

გიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში:

„ხელისუფლება დიდი გამოცდის წინაშე დგას, ან უნდა წავიდეს ნიკა მელიას დაკავებაზე და აჩვენოს ყველას, რომ კანონი ყველასათვის ერთია, რაც თავისთავად კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ფონს ქვეყანაში, ან პარლამენტმა უარი უნდა თქვას მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც ასევე სერიოზული გამოცდაა ხელისუფლებისათვის, ვინაიდან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება განცდა, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. მე მაინც ვურცევ ხელისუფლებას, რომ გამონახოს ოქროს შუალედი და კიდევ უფრო ნუ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი არ უნდა მოუხსნას რაც მართლმსაჯულებას გადაარჩენს ზიანის მიყენებისგან. ასევე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია  ოპოზიციასთან მოლაპარაკების გაგრძელება, ეს ხელისუფლებასაც კარგად ესმის და მათ იციან, რომ დღევანდელი პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი ძალიან დაბალია.

Next Post

„ეჭვიანი სააკაშვილი უგულავასგან მელიას საპირწონეს ქმნის“ - ლაშა ნაცვლიშვილი

ორშ თებ 15 , 2021
644 წაკითხვალაშა ნაცვლიშვილის პოსტი ფეისბუქში: „ეჭვიანი სააკაშვილი უგულავასგან მელიას საპირწონეს ქმნის, ბოკერიას კი მოუწევს ხელახლად ქუჩაში დაარსებულ “თავისუფლების ინსტიტუტში” სამოქალაქო აქტივისტად დაბრუნება, რადგან იქ არის მისი ბუნებრივი ადგილი, როგორც პროფესორი პრეობრაჟენსკი იტყოდა.“