ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა

565 წაკითხვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ღამე პარტიის ოფისში გაათენა. ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებიც.

ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სასამართლო მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

Next Post

ვარკეთილში, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოთხ თებ 17 , 2021
565 წაკითხვავარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უწყების ცნობით, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, ასევე, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. „მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეექვსე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა“, – აცხადებენ უწყებაში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟი იყო […]