ვარკეთილში, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

726 წაკითხვა

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

უწყების ცნობით, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, ასევე, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს.

„მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეექვსე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა“, – აცხადებენ უწყებაში.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

Next Post

„...დანარჩენი - დღეს“ - ბონდო მძინარაშვილი

ოთხ თებ 17 , 2021
726 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო! – რაო, ბატონო მელ(ი)აო? დანარჩენი – დღეს“