„ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება..“ – სოსო გოგაშვილი

1,106 წაკითხვა

სუსი-ს უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა (გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში.

ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს??

თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად-2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.

ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება..“

Next Post

„რას აკეთებთ“ - ოცნების საიდუმლო გეგმა - ალეკო ელისაშვილი

ხუთ თებ 18 , 2021
1,106 წაკითხვაპარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა: „ზუსტად ორი დღის წინ, ამ დარბაზში „ქართულ ოცნებას“ მოგიწოდეთ, არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის და ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში, ქვეყანა პრინციპში არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი […]

შესაძლოა მოგეწონოთ