ყოფილი დეპუტატი ნუკრი ქანთარია ,,ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
“დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ ამ არც თუ მარტივ ვითარებაში სწორი, გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი არის პატრიოტი, პროფესიონალი, საკმაო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი. ამავე დროს, ის არის ოცნების დამფუძნებელი და ერთ-ერთი გაბედული მებრძოლი, რაც თავისთავად, ხელს შეუწყობს 2011–2012 წლების “ქართული ოცნების” მომხრეთა გაერთიანებას, რასაც დღევანდელ ვითარებაში ქვეყნის სტაბილურობისთვის შესაძლებელია გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. ვულოცავ ირაკლის ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უაღრესად დიდი პასუხისგებლობის აღებას და წარმატებებს ვუსურვებ”.