1,071 წაკითხვა
სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
ძაღლებს რომ დაამშევენ შემოღობილში და ყველა გადაგდებულ ძვალზე ჩხუბობენ, იმათ დაემგვანა ჩვენი საზოგადოების ერთი, ,,პოლიტიკურად” აქტიური ნაწილი.
საოცარია პირდაპირ.
ახლა გახარიას მლანძღველები და მაქებრები უყეფენ ერთმანეთს.
თანაც იგივე ან-ან-ისტური პოზიციებიდან.
ან მოღალატეა, ან გმირი-არავითარი ნახევარტონები.
ცხადია, მლანძღველებს არ ახსოვთ გახარიასადმი მიძღვნილი საკუთარი დითირამბები გადადგომამდე.
თავი მაინც შეიკავონ.
ღირსების სრული ატროფიაა ქვეყანაში.
თუმცა, რაც უდაოდ სასიხარულო ფაქტია,
ჰეგემონი აშკარად გვისწრებს.
მათ ხომ არ შეუძლიათ ლიდერობის გარეშე.
აგერ., სულ ახლახანს ჯერ უკვე წასულ პრეზიდენტს უწყობდნენ იმპიჩმენტს, ახლა ტრამპის არლინგტობის სასაფლაოზე დასაფლავებისა და სახელმწიფო შენობებზე, .ქუჩებზე, სკვერებში მისი სახელის გამოყენების აკრძალვის შესახებ შეიმუშავეს კანონპროექტი.
ბაიდენის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტებზე და მთელი მსოფლიოს გენდერული თეორიის პრიზმაში ხედვაზე აღარაფერს ვამბობ-ისედაც ყველაფერი გასაგებია.
ასე რომ მეტი ხალისით! მარტო არ ვართ ამ გლობალურ საგიჟეთში.