„მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო“ – მამუკა ხაზარაძე

1,673 წაკითხვა

გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს. ამასთან ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო.

„როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო შენს კონკურენტს და შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ყოველ კვირას 100 მეტრ მიწას გაჭრის, სხვა ვერსია არ არსებობს. ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი პროექტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდება. მაშ, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვალის პაჭუნი და “წერილი თუ სიხარულის” ძებნა?

ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ipn.ge

Next Post

„საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა“ - გიორგი გახარია

ორშ სექ 16 , 2019
1,673 წაკითხვა„საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი“,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს. გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და გვანახოს“. „მინდა ხაზგასმით […]

შესაძლოა მოგეწონოთ