„ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ!“ – სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
საქართველოში არსებულ საინფორმაციო სივრცეში აშკარაა ე. წ. ოპოზიციური პოლიტიკური მედიის დომინირება. მსხვილბიუჯეტიანი ტელევიზიები ,,მთავარი,” .,ტვ პირველი,” ,,ფორმულა”, ასევე შედარებით მცირებიუჯეტიანი ,,კავკასია” ,, პალიტრა.” ე. წ. ნომეკლატურული არასამთავრობოები, ბევრი სააგენტო და გაზეთი პირდაპირ ახორციელებენ კოლექტიური მეხუთე კოლონის დღის წესრიგს.
მიკერძოებულობის და ფეიკ -ნიუსების, ღია პროვოკაციებისა და რევოლუციისკენ აშკარა მოწოდებების, უხამსობის და ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიეკლესიური მოქმედებების ყოველდღიური ტოქსიური ნაკადი არის ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემა.
სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალისა გამოყენება და კანონით აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთა, ისევე როგორც საეჭვო წარმომავლობის ფინანსური ნაკადების გადაკეტვა ფაქტობრივად და რეალურად აკრძალული აქვს შეზღუდული სუვერენიტეტის გამო, რის უაღრესად დამამცირებელ გამოვლინებებსაც ყოველდღიურად ვუყურებთ შესაბამისი ემოციების გამოხატვითურთ.
ამავე დროს. უნდა ითქვას, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი,” ძირითადად, იმავე ლიბერალური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს.
ნეიტრალური ელექტრონული მედიის წილი ძალიან მცირეა მრავალი მიზეზის გამო.
სახელისუფლებო პოზიციას ,, იმედი” და ,,პოსტ-ტვ” აჟღერებენ.
დისბალანსი სახეზეა.
საინფორმაციო უპირატესობა ადრე თუ გვიან პოლიტიკურ უპირატესობაში გადაიზრდება, რაც აშშ-ს არჩევნებმაც ნათლად დაგვანახა.
სხვა საკითხია, რა კატასტროფულ შედეგებამდე მიყავს ქვეყნები ამ შეშლილ, უკონტროლი საინფორმაციო ბაქკანალიას.
ამიტომ საჭიროა, ერთის მხრივ, სახელისუფლებო პოზიციის არხების და მეორეს მხრივ, და ლიბერალური დღის წესრიგიდან გათავისუფლება და მეორეს მხრივ, არალიბერალური მედია და არასამთავრობო სექტორის გაძლიერება.
მორცხვობის და კეკლუცობის, მედია-სტრატეგიების კაბინეტებში პრეზენტაციების დრო აღარ არის. საჭიროა ღია და აშკარა შეტევა ყველა, მათ შორის უპირველესად, საინფორმაციო მიმართულებით, ამიტომაც ძალიან კარგი, თუ ლაშა ნაცვლიშვილი წავა პოსტ-ტვ-ს დირექტორად.
ცხადია, რომ ამ მდგომარეობამდე სიტუაცია არ უნდა მისულიყო და ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
ამის მიუხედავად, დესტრუქციის ამ ახალი ტალღის შეკავება და არსებულ სისტემებს შეუძლიათ, რადგან სხვა სისტემები არ არსებობს.
არაა ძნელი იმის მიხვედრა, ემოციები ამ პოსტსაც მოყვება, ისიც ნათელია, რომ ადამიანების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ მოქმედებს სისტემა და რამდენაც უადგილოა ზოგჯერ კეთილი სურვილებით განპირობებული პოლიტიკური სადღეგრძელოები.
მთავარია, ნაციონალების რევანში არ უნდა დავუშვათ.
ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ! მღვრიე წყალში ქვეყნის მტრებს თევზი არ უნდა დავაჭერინოთ!.
სხვა საკითხია, რომ წყლის ნებსით თუ უნებლიე ამღვრევებმა ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *