1,110 წაკითხვა
„დიდი ალბათობით იქნებოდა დიდი მსხვერპლი, იმიტომ რომ ისინი აპირებდნენ გაზის გამოყენებას დახურულ შენობაში,“ – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანიის ეთერში პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, მას ინფორმაცია შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოთახში გამართული თათბირიდან აქვს.
„ნაცმოძრაობოს“ ოფისის შტურმის დროს, ოფისში შესვლა მათ გომელაურის ოფისში გათვლილი ჰქონდათ, სადაც გომელაურმა იკითხა იქნებოდა თუ არა მსხვერპლი. რაზეც უპასუხეს, რომ დიახ, შეიძლება იყოს დიდძალი მსხვერპლი. ეს ყველაფერი მან გიორგი გახარიას მოახსენა.