გიორგი ლაღიძე – „გახარიამ კარი გაიჯახუნა და ერთნაირი თავსატეხი გაუჩინა როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას“

647 წაკითხვა

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ახალ მინისტრთა კაბინეტს აფასებს და ამბობს, რომ:

„ვფიქრობ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს არის ის ხალხი, ვისი წარსული საქმეებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს. რაც შეეხება ორ ახალ მინისტრს, ისინი არ არიან ახალი სახეები. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ჯუანშერ ბურჭულაძეს, საერთოდ არ აქვს მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და ამ ადამიანს ნიშნავენ თავდაცვის მინისტრად. რისი მომცემი იქნება ეს კანდიდატურა? ვფიქრობ არაფრის, თუმცა ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არც თუ კარგად დავიწყებული ძველია და მისი „საქმენი საგმირონი“ კარგად იცის საზოგადოებამ, თუმცა მის წინაშე დღეს გაცილებით სერიოზული გამოწვევებია. ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი. ღარიბაშვილი რომელიც თავისი სიხისტით გამოირჩევა, მეეჭვება შეძლოს  პოლიტიკური პროცესის განმუხტვა და ოპოზიციასთან სიტუაციის დალაგება. თუმცა ის, გადაწყვეტილებებს მარტო არ იღებს და რამდენად ეყოფათ გონიერება ივანიშვილ-ღარიბაშვილს განმუხტონ არსებული კრიზისი ძნელი სათქმელია“.

გიორგი გახარია, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გადაგომამ ბევრი უსიამოვნო პროცესი აგვაცილა თავიდან, მაინც ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის, არის მოსაზრება, რომ ის პოლიტიკაში ახალი ძალის სახით დაბრუნდება..

„პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია ის, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა სერიოზულ სისხლისღვრას გადაარჩინა, რითიც მან საზოგადოების მადლიერება დაიმსახურა. გიორგი გახარია უსიტყვოდ არ წასულა, მან კარი გაიჯახუნა და რითიც ერთნაირი თავსატეხი გაუჩინა როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. რამდენად შეეცდება ის შექმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს“.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაუმთავრებელ საქმეს, ფიქრობთ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი არ უნდა აგოს?

„დიახ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა მელიას კანონი არ დაურღვევია და მისი საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკურად მოტივირებული. შესაბამისად, მე ვერ ჩავთვლი რომ ვინმე კანონს არღვევს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დევნა, რაც უნდა დასრულდეს და რაც უფრო მალე მოეგება გონს „ქართული ოცნება“ და ამ მარაზმს დაასრულებს, მით უფრო ნაკლებად დაზარალდება ქვეყანაც და ეს პარტიაც.“

 

Next Post

,,ყველას გასაგონად ვწერ – ვჭამთ ერთმანეთს?” – რას წერს სოსო გოგაშვილი

სამ თებ 23 , 2021
647 წაკითხვასუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში, წერს: ,,ეს პარადოქსია, თუ ქართული ზნე? ყველას გასაგონად ვწერ და ვეცდები გასაგებად დავწერო, ზედმეტი ბარბარიზმების გარეშე და ჩემი აზრი კარგად გადმოვცე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ამ 30 წელიწადში, სულ მუდამ გახლეჩილი იყო ჩვენი ქვეყანა. ზვიადისტები-პუტჩისტები, შევარდნაძისტები- ზვიადისტები შევარდნაძისტები- მიშისტები მიშისტები- გრეჩიხისტები მიშისტები – ბიძინისტები ბიძინისტები- მიშისტები ბიძინისტები- მიშისტები. …… ….. …და […]

შესაძლოა მოგეწონოთ