შესაძლოა გახარიამ მესამე ძალა შექმნას – რა მიზანი აქვს ივანიშვილს?

1,185 წაკითხვა

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში ამბობს, რომ გახარიამ შეიძლენა მესამე ძალა შექმნას:

„ამ ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციაზე უკვე შეიძლებოდა ფიქრი ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი ინტერვიუს შემდეგ. ოპოზიცია ახალი შემადგენლობით – თითქოს ამ ინტერვიუს გზავნილიც ეს იყო. მართალია, კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელი და გვარი არ უთქვამს, მაგრამ რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთ დროს ფსონს რეიტინგულ ფიგურაზე დებენ. ამდენად, ასეთი რეიტინგული ფიგურა, სავარაუდოა, რომ გახარიაა. იქვე ისიც თქვა, რომ არჩევნებამდე “ქართულ ოცნებას” არაფერი ემუქრება.

არა მგონია, „ქართული ოცნება“ ყუთში გადააგდონ. ამის ნიშანი ირაკლი ღარიბაშვილის წამოწევა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაა. საბოლოოდ, არჩევნებში ერთი თუ ვერ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მეორე ალტერნატივა. ამით კი მოხდება ნაციონალური მოძრაობის, მისი სტილის ოპოზიციის რეიტინგების ბოლოში მოქცევა. ეს არის მიზანი“.

Next Post

„აბა, თუ მაგრები ხართ, მითხარით..“ - ეკა კვესიტაძე

ხუთ თებ 25 , 2021
1,185 წაკითხვაეკა კვესიტაძის პოსტი ფეისბუქში: „აბა, თუ მაგრები ხართ, მითხარით – ხამუშ-ხამუშ როგორ იქნება ინგლისურად კი არა, ქართულად“.  

შესაძლოა მოგეწონოთ