„სუსლოვის ნათქვამი მახსენდება: „გრუზია ბეზ გრუზინ“, ოღონდ, ამჯერად, ინგლისურ ენაზე!“ – მაია ნიკოლეიშვილი

1,628 წაკითხვა

მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება ამერიკის საელჩოს ბოლო განცხადებაზე, რომელიც ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელდა:

„აღარც შეშფოთება-აღშფოთების მოსმენა მინდა, აღარც „ის თამაშობს იმის თამაშს“!
რა ნაფოტიც იყო ჩემი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში, ის ნაფოტი დარჩა! მხოლოდ „დიდი ძმა“ შეიცვალა-„Big Brother is watching you“! (1984).

„ნ ა დ ო ე ლ ი კუკლოვოდი“!  გინდ აღშფოთდით, გინდ დაიშოკეთ, თქვენი დევიზი მარტივია: “Друзьям все, врагам-закон”! პოლიტიკოსების ორთაბრძოლაში აშკარა მხარე ხდებით და ქართველი ხალხის აზრი, ჩანს, რომ სულ არ განაღვლებთ!

სუსლოვის ნათქვამი მახსენდება: „გრუზია ბეზ გრუზინ“, ოღონდ, ამჯერად, ინგლისურ ენაზე! ძვირფასო სტრატეგიულო პარტნიორებო, გეთაყვა, იყავით, ცოტა დელიკატურნი და ნუ გახდებით ეშმაკის ადვოკატები-The Devil’s Advocate!!!
დღეს მეც გაბრაზებული მოქალაქე ვარ!“- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Next Post

„თქვე მანიაკებო! თქვენ და თქვენმა მამებმა დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება!“ - ბონდო მძინარაშვილი

ხუთ თებ 25 , 2021
1,628 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: ამ იდიოტებს თბილისი-რუსთავის გზაზე ყოველდღე მოძრაობა ჰგონიათ ეროვნული მოძრაობა!  თქვე მანიაკებო! თქვენ და თქვენმა მამებმა დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება! თქვენმა მამა-პაპამ ძარცვა ეს ქვეყანა! თქვენი მშობლების პაპები შემოუძღვნენ თბილისში წითელ არმიას! თქვენი მშობლების პაპებმა გაჟლიტეს საქართველოს არისტოკრატია და ინტელიგენცია! თქვენ როგორ იქნებით ეროვნულ მოძრაობაში, თქვე საქართველოს მოღალატეების შთამომავლებო?!  თქვენ რა იცით, რა არის ეროვნულობა და […]