,,ასე არ ხდება, პრინციპი არის მარტივი..“ – გია ხუხაშვილი

474 წაკითხვა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

,,საკმარისია ერთხელ მაინც უყუროთ რუსულ თოქ-შოუს «НТВ», «Первый канал», «Россия», რომელიც ნავალნის ეძღვნება, რომ მიხვდეთ – სახელისუფლებო სპიკერები, ექსპერტები და შესაბამისად მათი ტელევიზიები უყურებენ, აკონსპექტებენ და ზუსტად იგივე არგუმენტაციით საუბრობენ მელიაზე.

განსხვავება ორ რამეშია:

1. იქ, როდესაც “კანონის უზენაესობაზე” საუბრობენ და დასავლეთს ადანაშაულებენ ორმაგ სტანდარტში, ერთი-ორი ოპონენტი ყავთ, რომელიც არ ეთანხმება. აქ სრულიად სტერილურები არიან.

2. რუსეთი არც მალავს, რომ დემოკრატიის ევროპული სტანდარტი მისთვის მიუღებელია და ე.წ. ,,სუვერენულ დემოკრატიაზე” საუბრობს.

ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში.

ასე კი არ ხდება. პრინციპი არის მარტივი – ან ყველაფერი, ან არაფერი.

ჩამოყალიბდით მეგობრებო – ან თავიც ევროპაში შეყავით, ან ერთი ადგილი რუსულ ყინულზე მოისრიალეთ…”

Next Post

,,ამ დროს შევნიშნეთ სამი ადამიანი“ – ვახო სანაიას მეუღლე თავდასხმის დეტალებს იხსენეს

პარ თებ 26 , 2021
474 წაკითხვავახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს – როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი მისი მეზობელია. თამუნა აცხადებს, რომ როდესაც თავდამსხმელებმა ვახო სანაია იცნეს, აგრესია სწორედ ამას მოჰყვა. ,,გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო ბრიგადისთვის 112-ში დაგვერეკა, მძღოლმა დარეკა 112-ში და ძალიან მალე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. მათაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ესე უკან მოწოლით რამენაირად ამოეყვანათ მანქანა პირველ აღმართზე. რა თქმა უნდა ვახოც […]