„ეს ხელისუფლება კლავს“ – ეკა კვესიტაძე

995 წაკითხვა

„მთავარი არხი“-ს წამყვან ეკა კვესიტაძის შეფასებით, ხელისუფლება ადამიანებს კლავს, რადგან ქვეყანაში ჯერ არცერთი ვაქცინა არ არის შემოსული იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში უკვე მე-4 ვაქცინის რეგისტრაცია სრულდება.

კვესიტაძე ერთადერთ გამოსავლად ვადამდელ არჩევნებს და ახალ ხელისუფლებას მიიჩნევს.

„ჯონსონი“-ს ვაქცინა რამდენიმე საათში მიიღებს FDA-ს ავტორიზაციას და ხვალიდან უკვე მეოთხე ვაქცინა შემოვა ბაზარზე. ამასობაში, საქართველოში ერთი ვაქცინაც არ არის შემოსული!!

ვაქცინაა ერთადერთი გზა თავი დავაღწიოთ ჩაკეტილობას, ვირუსით სიკვდილს, ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს. ეს ხელისუფლება კლავს – პირდაპირი მნიშვნელობით. მისი შეცვლა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა სიკვდილ სიცოცხლის საკითხია ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც თავისი სიცოცხლე ადარდებს“– წერს ეკა კვესიტაძე.

Next Post

„არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ“ - ირაკლი ოქრუაშვილი

შაბ თებ 27 , 2021
995 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას. ოღონდ „თქვენ“ შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და: – აღარც აქციებზე ვივლი; – აღარც ტელევიზორში დაგენახვებით; – აღარც ციხეში წავალ; – აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ; – ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი; – ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ; – არათუ […]

შესაძლოა მოგეწონოთ