„ჰესები მხოლოდ ივანიშვილს აძლევს შემოსავალს“ – მიხეილ სააკაშვილი

983 წაკითხვა

„როდესაც ჩვენ ჰესებს ვაშენებდით ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში, მაშინ ეს იყო აუცილებელი იმიტომ, რომ საქართველო იყო მთლიანად ჩაბნელებული და გვჭირდებოდა თითოეული ქართველის ოჯახისთვის დენის მისაყვანად.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხი“-ს ეთერში ჩართვისას და ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის სხვა დარგების, ამიტომ დღეს დიდი ჰესების მშენებლობას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, ივანიშვილმა გაყიდოს თავისი ჰაიდელბერგის ცემენტის პროდუქცია, რომელიც არის ძირითადი მომმარაგებელი ჰესების მშენებლობისას და ზუსტად ამისთვის იყო შეძენილი რომ ივანიშვილმა ყველა ჰესიდან აიღოს 25%, პლიუს მიიღოს უფასო დენი თავისი ბიტკოინებისთვის – საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან ამას უკვე აღარაფერი საერთო აღარ აქვს იმიტომ, რომ პირდაპირ ხელს უშლის ეკონომიკის მთავარი დარგის ტურიზმის განვითარებას და იმის მაგივრად თითოეული ადამიანი გამდიდრდეს, საქართველოს თვალწარმტაცი ბუნებით ამ ბუნების დანგრევით ართმევს ამ ადამიანებს შემოსვლის წყაროს და მხოლოდ ივანიშვილს და მის ორ-სამ პარტნიორს აძლევს შემოსავალს. ეს არის განსხვავება მაშინდელ საწყის პირობებს და დღევანდელ პირობებს შორის!“– განაცხადა სააკაშვილმა.

 

Next Post

პავლიკ მოროზოვის საქციელის საუკუნეობრივი მეტამორფოზა - ხალხის ბრბოდ გადაქცევის სინდრომი

ორშ მარ 1 , 2021
983 წაკითხვაგასული საუკუნის 50-იანი წლების ბავშვებისათვის პავლიკ მოროზოვი იყო გმირი. როგორც გვასწავლიდნენ, როდესაც მან ნახა, რომ მისი თანატოლები შიმშილით იხოცებოდნენ, აცნობა ხელისუფლებას, თუ მამამისი სად მალავდა ჭარბ ხორბალს. მამას ხორბალი ჩამოართვეს, გაუნაწილეს მოსახლეობას და ბავშვები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინეს. პავლიკს ეს რაიმე გამორჩენის მიზნით ან ფულადი ჯილდოსთვის არ გაუკეთებია (ბუნებრივია, არც მამისთვის ზიანის მიყენება სურდა), მან ეს ჩაიდინა უანგაროდ, ნებისმიერი ნორმალური, […]