„ამირან გამყრელიძის გათავისუფლების საკითხი განიხილება“ – სერგო ჩიხლაძე

803 წაკითხვა

სტრატეგია აღმაშენებელის ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება. 

მან ფორმულას განუცხადა, რომ კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა, აქვთ.

„განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი კანცელარიაში. 

Next Post

„ეს რა იკადრეთ, ბ-ნო თენგიზ?“ - ვალერი კვარაცხელია თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს

ოთხ მარ 3 , 2021
803 წაკითხვა ეს რა იკადრეთ, ბ-ნო თენგიზ?! მოემზადეთ, გაუგონარი სისულელისა და სიბინძურის მოსასმენად. ექიმმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”- ის ეთერიდან რამდენიმე წუთის წინ ასე ბრძანა: “რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, იმიტომ, რომ არც ნდობას არ იმსახურებს და, რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია. რუსული ვაქცინა კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო მასზე ალბათ უარს იტყვის.” გესმით? ექიმი გვეუბნება, – რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, მასზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ