„ტვ პირველმა ისეთი რაღაც დამაბრალა, რომ მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა” – ფარნა მახოხაშვილი

1,042 წაკითხვა

ფარნა მახოხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

„ტვ პირველმა ჩემს მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც აბსოლიტური ტყუილია.

ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს.

ტვ პირველმა ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ პირველმა ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა.

მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!“

Next Post

„აბსოლუტურად ყველა იმკით თქვენი საქციელის შედეგებს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ოთხ მარ 3 , 2021
1,042 წაკითხვათამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში: ყველა, ვინც სააკაშვილის შეკავების და გაწონასწორების სურვილის გამო მოღალატეებს გვიწოდებდა, შეთქმულების თეორიებს თხზავდა, ფსიქიატრიულ დიაგნოზებს გვისვამდა – კერპს როგორ შეეხებოდნენ, ფსიქიკურად ჯანმრთელები რომ იყვნენო… აბსოლუტურად ყველა იმკით თქვენი საქციელის შედეგებს დღეს ვაშინგტონში და ბრუსელში. ჩვენსავით, თქვენც რომ კედელი გაგეკეთებინათ მისთვის (ახლო გარემოცვას ვგულისხმობ), დაეჯახებოდა, გონს შეიძლება მოსულიყო და დღეს ნონ გრატა არ იქნებოდა დასავლეთისთვის. საკუთარი […]