მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა ჯ.ძ-მ თავი მოიკლა

1,140 წაკითხვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ, მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა.

უწყების ცნობით, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა.

სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო დაუსამძიმრებს მის ოჯახს”,- ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

„შესაძლოა გახარიას პარტია 2024 წელს მოვიდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი ოპოზიცია გახდეს“

ხუთ მარ 4 , 2021
1,140 წაკითხვა„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი  „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს.  „არ მახსოვს, საქართველოს რომელიმე პრემიერი ან მთავრობის თავმჯდომარე ასეთი ხმაურითა და რეკლამირებით წასულიყოს თანამდებობიდან. როგორც ვატყობ, გიორგი გახარია პარტიას ქმნის. პირადად მე მახსენდება ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი. მან ივარაუდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს. არ არის გამორიცხული, გახარიას პარტია 2024 წელს მოვიდეს ხელისუფლებაში, „ქართული […]