„შესაძლოა გახარიას პარტია 2024 წელს მოვიდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი ოპოზიცია გახდეს“

1,409 წაკითხვა

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი  „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს. 

„არ მახსოვს, საქართველოს რომელიმე პრემიერი ან მთავრობის თავმჯდომარე ასეთი ხმაურითა და რეკლამირებით წასულიყოს თანამდებობიდან. როგორც ვატყობ, გიორგი გახარია პარტიას ქმნის. პირადად მე მახსენდება ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი. მან ივარაუდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს. არ არის გამორიცხული, გახარიას პარტია 2024 წელს მოვიდეს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი ოპოზიცია გახდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გახარიას პოლიტიკური ძალის შექმნაში ბიძინა ივანიშვილი დაეხმაროს“.

Next Post

„ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და..“ - რას ამბობდა გიორგი გახარია ვაქცინის შემოტანაზე

ხუთ მარ 4 , 2021
1,409 წაკითხვაალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან წინა შეხვედრას იხსენებს და ვაქცინაზე საუბრობს. „წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა ყოფილი პრემიერი, ამას ახლა ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, ალბათ, არაფერი ისეთი არ არის: ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო. ოღონდ ვინმემ მოიტანოს,  სიტყვები არ იყოს ამის უკან და ეს იყოს რეალობა და მე ამისთვის მზად ვარო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.