„რა არის ეს? ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება?“ – ხათუნა ხოფერია

784 წაკითხვა

ხათუნა ხოფერიას გამოხმაურება რუსულ ვაქციანის საქართველოში შესაძლო შემოტანასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზსა და ამ საკითხზე თენგიზ ცერცვაძის კომენტარზე.

,,რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, მისი შემოტანა პოლიტიკურად მიუღებელია –  თენგიზ ცერცვაძე

რა არის ეს? ტრენდული პატროტიზმი თუ ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება?
თუ ასეა, ნუ გამოიყენებთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს-ის პოპოვმა დანერგა პრაქტიკულ გამოყენებაში

შეაფურთხეთ ბოტკინს, მან ხომ პირველმა აღმოაჩინა ვირუსული ჰეპატიტი(А).
ჩამოართვით ნობელის პრემია პავლოვს, ფიზიოლოგია არა კვახი!

ასევე, გაუუქმეთ ნობელის პრემიები- მეჩნიკოვს, პოლიტიკური საბაბით აღმოჩენილი იმუნიტეტის მექანიზმებისთვის! ჩირინკოვს-ფიზიკური ოპტიკის, ბირთვული ფიზიკის ფუნდამენტალური აღმოჩენებისთვის! ლანდაუს-ფუნდამენტალური აღმოჩენებისთვის კვანტური მექანიზმიდან დაწყებული, ფიზიკრ პლაზმამდე! ბასოვს-პირველი კვანტური გენერატორის გამოგონებისთვის! კაპიცას, კანტოროვიჩს, კურჩატოვს.

დაბრმავდით და არ გაიკეთოთ გლაუკომის ოპერაცია- ის ხომ ფიოდოროვმა დანერგა! არ დაიდოთ მოტეხილობაზე „გიფსი“- ეს ხომ პიროგოვის პოლიტიკურად მიუღებელი მეთოდია!

და ბოლოს,  გააუქმეთ მენდელეევის პერიოდული სისტემა! მაშინ, როცა მიშამ აკრძალა რუსული მუსიკა, საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ეს იყო იმ ხელისუფლების უტვინობის, უღირსობის, ვიღაცის მხრიდან დაკვეთილი პოლიტიკის სრული დემონსტრირება! ეს იყო ზეწოლა ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე!

ის რაც ხდება დღეს, რუსული ვაქცინის გაპოლიტიზირების თვალსაზრისით, არის ზეწოლა და მანიპულაცია ჩვენი ფიზოლოგიური სიცოცხლით! ვინ მოგცათ უფლება?!“– წერს ხათუნა ხოფერია.

 

Next Post

„ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა“ - გიორგი ფხაკაძე

ხუთ მარ 4 , 2021
784 წაკითხვა„საქართველოში ხალხი აკეთევს თავის საქმეს, მედია აკეთებს თავის საქმეს და იმედია, ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს. გიორგი ფხაკაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციაზე, ელექტრონულ სისტემაზე და ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. „სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა. როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი, – არ გვინდა […]