„ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა“ – გიორგი ფხაკაძე

905 წაკითხვა

„საქართველოში ხალხი აკეთევს თავის საქმეს, მედია აკეთებს თავის საქმეს და იმედია, ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს.

გიორგი ფხაკაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციაზე, ელექტრონულ სისტემაზე და ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე.

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა. როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი, – არ გვინდა ვაქცინა! მე კი ვთქვი, – ვინც ყველაზე მეტად ყვირის, რომ ვაქცინა არ უნდა, ახლა ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, – სად არის ვაქცინა?!

მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი (ამ ქვეყნებში მთლად კარგად ვერ არის საქმე ამ კუთხით), ზოგს აქვს ჩინური ვაქცინა, ზოგს რუსული ვაქცინა და ა.შ. კუბაშიც გააკეთეს ორი ვაქცინა.

200-მდე ვაქცინა მუშავდება და რომელი გაამართლებს ბოლომდე, ჯერჯერობით ფინიშამდე არც ერთი არ არის მისული, ყველა ვაქცინა არის, როგორც სასწრაფო გადაუდებელი გამოყენებისთვის, არც ერთი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. ყველა ვაქცინა არის კლინიკური კვლევის ნაწილი.

თუ გინდა, განახორციელო, კარგი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ვაქცინაცია დღევანდელ დღეს, ქვეყანაში, უნდა იყოს ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემა, უნდა იყოს ძალიან კარგი ელექტრონული სისტემა, სადაც შეგიძლია აღრიცხო ყველა პაციენტი (თუ რა უკუჩვენებებია და ა.შ.).

ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინა არის ფაიზერის ვაქცინა, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, არა უშავს, ძალიან კარგი არ არის. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა გამოჩნდა, ყველა ელოდებოდა და ძალიან კარგი ამბავია.

როგორც უკვე ვთქვი, 2021 წელს ჩვენ გვექნება დაახლოებით 10 ვაქცინა, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. საქართველოში უნდა შამოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა, ვინაიდან, რომელი ვაქცინაც არ არის დამტკიცეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მატერიალური, არც ტექნიკური ბაზა, რომ ვაკონტროლოთ ამ ვაქცინების ტექნიკური პარამეტრები. პრაქტიკულად, ვაქცინები გახდა პოლიტიკური მომენტი.

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეტევამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩემი სათქმელი ვთქვი და გამგები გაიგებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება. სახელმწიფო მოხელე არის დაქირავებული მოქალაქეების მიერ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე არის ანგარიშვალდებული მოქალაქეეების წინაშე.

საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული.

ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ-ლაივის” დროს.

Next Post

„გააგრძელონ უვიცმა დეზინფორმატორებმა გოიმური პროპაგანდა..“ - გია აბაშიძე

პარ მარ 5 , 2021
905 წაკითხვა„სამწუხაროდ“, ნაცსექტის მიერ დაანონსებული „სანქციები“ დაგვიწესეს.“– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პენტაგონის მხარდამჭერ განცხადებას,  რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს. „დააკვირდით, როგორც კი ორკესტრირებულად უტევენ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის აპოლოგეტები და აბრალებენ რუსეთუმეობას, კიდევ უფრო აქტიურდებიან დასავლელი პარტნიორები და ჩვენი მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ სიმაღლეზე ადის. გააგრძელონ უვიცმა დეზინფორმატორებმა გოიმური პროპაგანდა. […]