„ერთ დღეს მივედი და რას ვხედავ!..” – ხათუნა ხოფერია

587 Views

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

„აი, 25 ადამიანი რომ საქართველოს ექიმთა 100 000-იანი არმიის სახელით გამოვა და 250 ექიმი ყურს არ აუწევს, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ხალხის სახელით როცა მოგვმართავს ათასი რჯულის დეგენერატი………

ექიმების აქციამ გამახსენა.

26 მაისის დარბევის შემდეგ, ბექა იყო სასწრაფოდ საოპერაციო. ყველა კლინიკაში „სპეცნაზი“ იდგა. არა და, თავზე გემატომა იზრდებოდა. ბავშვობის მეგობარ ექიმს, ქირურგს დავურეკე, დილის 4 საათი იყო. მოკლედ, მივედით, ჩუმად ავედით საოპერაციო ბლოკში და დაადეს ბექას 12 ნაკერი.

როდესაც გამოვიდა, ეტყობა, ვკრუსუნებდი და მკითხა – შენ რა გჭირსო. ზურგი ვანახე… 4 ვერზილა “დუბინკებს” და წიხლებს რომ გირტყამს, ვერ იქნებოდა კარგი სანახავი.

-მოიცა, მაგარი მალამო მაქვს. ჩაქცევებსაც აალაგებს და ტკივილსაც გაგიყუჩებსო.

ჰო და, გამოიღო ეს მალამო და ნაზად მისვამს ზურგზე. თან რაღაცას ბუტბუტებს… ჯერ არ მივაქციე ყურადღება. მერე უფრო უკეთ დავუკვირდი და მესმის – უფ, უფ, რა კარგია!

ვაა, ვიფიქრე… აქ არ დავწერ რა ვიფიქრე. – ღირსი ხარ, მეტის ღირსი ხარ!- აგრძელებს სიცილნარევი ხმით.

-ჯანზე თუ ხართქო,- რა ვიცი, მაინც მოვიკითხე…

-მე კი ვარ ჯანზე, შენ კი მეტის ღირსი ხარ.

2003-ის მიტინგებზე რომ მოვდიოდი აძიგძიგებული სიცივისგან და პატაკს გაბარებდი, ჩემი კლინიკა გამაგრებულია მარჯვენა ფლანგზეო, აი, მაშინ მე უნდა მერტყა შენთვისო…

ასეა, ადამიანების განწყობები ცვალებადია… დროს თავისი მიაქვს და მოაქვს…

აქვე, გავიხსენებ ერთ ფაქტსაც. ჩემ მეგობარს რესტორანი ჰქონდა. ჰო და ყოველ დღე მოქონდა მიტინგზე ხაჭაპურები, პოლიციელებისთვის შოკოლადები, გაზიანი სასმელი და რა ვიცი, რა აღარ. რევოლუციის შემდეგ, რესტორანში კუთხე მოაწყო. პრეზიდენტის ინაუგურაციის ფოტო გაადიდა და გვერდით რევოლუციის ქარებით ნაწრთობი უზარმაზარი ხელოვნური ვარდიც მიუკიდა.

ერთ დღეს მივედი და რას ვხედავ! ეს სურათი ჩარჩოდან ამოღებული და დაჭმუჭნილი სანაგვეში აგდია. თავად მეგობარი კი, ხელოვნური, კაშკაშა წითელი ვარდით ხელში, ხან ერთ კუთხეს მიდგება, ხან მეორეს, ხან ერთ კარადაში ტენის , ხან მეორეში…

მოკლედ, თვალს ვერ მოაფარა რა…

მერე, სრულიად შემთხვევით მოკრა თვალი ქვედა სართულიდან ამოსულ ბარმენს…

-ფრანცო! -დაუძახა ბედნიერი ხმით! ფრანცო მიუახლოვდა.

-აჰა, ფრანცო, გამომართვი ესვარდი და გქონდეს!

-კი მაგრამ, მე რად მინდა, სად წავიღო?- იკითხა შეწუხებულმა ფრანცომ. მეგობარი შეყოვნდა, ღრმად ჩაისუნთქა და როგორც ოდესღაც არქიმედემ – “ევრიკა”! ისე შესძახა -თუ გინდა, ტრ…ში გაირჭე!…

ასე დამთავრა მიშას მხარდაჭერა ინაუგურაციიდან 6 თვის თავზე!”

Next Post

„ცოცხების დადგმული კადრებით მოთრეულები ლაპარაკობენ აუდიოჩანაწერების..“ - ირინა სარიშვილი

კვი მარ 7 , 2021
587 Viewsირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: მედიაციაში გადასული ფასილიტატორებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის სკამზე დარჩენა უნდა იყოს ახალი გარემოება, რომლის დროსაც მასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომა იურიდიულად, პოლიტიკურად და მორალურად შეუძლებელია! ცოცხების დადგმული კადრებით მოთრეულები ლაპარაკობენ აუდიოჩანაწერების უკანონობაზე და ავადმყოფი მანიაკების კაცობასა და ვაჟკაცობაზე! ყოველი დღე ამ ხელისუფლების ხელში არის თითოეული ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება, ღირსების აყრა და საშიში სიცოცხლისთვის! შეცვლილი საარჩევნო კომისიით […]

mediapress.ge@gmail.com