„რატომ ეგონა ბიძინა ივანიშვილს, რომ…“ – რუსუდან შარაძის ორი კითხვა

რუსუდან შარაძის გამოხმაურება ვასილ მაღლაფერიძის მიერ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ:

„2005 წლის 3 თებერვალს მოკლეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. იმავე წლის მარტში, ჟვანიას უახლოესი მეგობარი ვასილ მაღლაფერიძე, მკვლელმა სააკაშვილმა დააწინაურა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად დანიშნა. გავიდა დრო და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბატონი ვასილი უკვე სააკაშვილის მოსისხლე მტრის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის თვალსაჩინო წევრი გახდა.

გუშინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

„თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კითხვა N1: რატომ ეგონა ბიძინა ივანიშვილს, რომ ადამიანები, რომლებიც ერთხელ და ორჯერ ჩასცემენ მახვილს თავიანთ პატრონებს, სიკვდილამდე მისი ერთგულები დარჩებიან?

კითხვა N2: ვის წარმოუდგენს ვასილ მაღლაფერიძე ცნობას?“– წერს რუსუდან შარაძე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…