გიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში:
„რატომ ბოგინობს ქართული ოცნება ამდენი ხანი ხელისუფლებაში? ხშირად ისმის ეს კითხვა, იმიტომ ჩემო მეგობრებო რომ, ოპოზიციის დიდი ნაწილი სამწუხაროდ მარგინალიზებულია და ეს უხანგრძლივებს ქოცებს ხელისუფლებაში ყოფნას, მგელი მოდისო ამით აშინებს ოცნება ხალხს ანუ ჩვენ თუ არ ვიქნებით მოვლენ ნაცები და დაგმართებენ იმაზე უარესს რაც 2012წლამდე დაგმართესო, ამით იკვებება ხელისუფლება ამ შიშით თრგუნავენ საზოგადოებასაც, გამოსავალი ერთია ახალი ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალების გააქტიურება, ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნების გზით, აღარ არის რევანშის და შურისძიების დრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ეს ცვლილებები ქართველმა ხალხმა უნდა განახორციელოს ,გზა უნდა დავუთმოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს საღად და ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს ვისაც სამშობლოზე ეტკინებათ გული და ხალხის ტკივილით იცხოვრებს,ეს გადაარჩენს ჩვენს ერს ეს არის გამოსავალი და ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის გზა რაც მალე გავაცნობიერებთ ამას მით უკეთესია…. პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალებს ქვეყანა აღარ უნდა ვანდოთ!“.