,,განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის“ – გია ხუხაშვილი

1,227 წაკითხვა
გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის –
აქ პრობლემა ბერას ემოციაში და თუნდაც პასუხის მოთხოვნის სურვილში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კანონის დაცვის გარანტი სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები იწყებენ კანონის მიღმა ძალისმიერ მოქმედებებს კერძო ინციდენტის ,,მოსაგვარებლად”.
გირგვლიანის თემა იმით კი არ იყო განსაკუთრებული, რომ “აბაროტის” აღების დროს შემოაკვდათ, არამედ იმით, რომ ეს ჩაიდინა სისტემამ კერძო პირის შეურაცხყოფის სამაგიეროდ.
სისტემას არც მაშინ უნდოდა გირგვლიანის მკვლელობა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, ერთი ორს შემოუტყლაშუნებდნენ და დღესაც ცოცხალი იქნებოდა.
იმ ბავშვებსაც წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, თავი არ წაეხარათ, ვისაც სახლში მიაკითხეს, მაშინ როგორ მოიქცეოდა სისტემა?…
ასეთი გარჩევები ხან. მშვიდობიანად მთავრდება, ხან ტრაგიკულად.
როცა ასეთ კონფლიქტზე კერძო პირი მიდის, ეს მისი და მისი შესაძლო მსხვერპლის პრობლემაა.
როცა ამაზე მიდის სისტემა, ეს სახელმწიფოს, როგორც ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტის პრობლემაა.
ამიტომ ვაპროტესტებდით გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებით.
ამიტომ გვიპირისპირდებოდა სისტემა განსაკუთრებული გააფთრებით და არა გინების შერჩენა არშერჩენის გამო, სადამდეც ცდილობს ახლაც, როგორც მაშინ ხელისუფლება საკითხის დაყვანას.
ამ ამორალურ კამპანიაში, სამწუხაროდ ბევრ ისეთ ადამიანს ვხედავ, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის გირგვლიანის სახელით…
ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ…

Next Post

,,რღვევა დაიწყო „ოცნებაში“ და ეს ძალიან კარგია“-თაკო ჩარკვიანი

ხუთ მარ 11 , 2021
1,227 წაკითხვაგახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც გამოჩენილი ჩანაწერები გეგონოთ შემთხვევითი – რღვევა დაიწყო „ოცნებაში“ და ეს ძალიან კარგია ,– ამის შესახებ  თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.