„ომი გინდათ?“ – ინგა გრიგოლია

1,153 წაკითხვა

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება პროკურატურის წერილზე, რომელის მიხედვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებს უფლება ენიჭებათ შევიდნენ ტელევიზიაში და ამოიღონ მასალები, რაც გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს ეხება.

„ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!

ვატო წერეთელი,  ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიციp.s- საბჭოთა ქოცობის გასაგონად-მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!“– წერს ინგა გრიგოლია.

Next Post

„მინდა მივმართო ხელისუფლებას“ - ვატო წერეთელი

ხუთ მარ 11 , 2021
1,153 წაკითხვა„ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, შემოვიდე ტელევიზიაში და ტვ პირველმა შეწყვიტოს მაუწყებლობა“ – განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანაგებო ბრიფინგზე სასამართლოს დღევანდელ დადგენილებასთან დაკავშირებით გააკეთა. „დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ ტვ „პირველი“. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ კრიტიკულ მედია […]